19:35 | 2021-06-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია

ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაშავებულთა შორის ერთი ბავშვია

მარნეული-სადახლოს გზაზე, სოფელ წერეთლის მიმდებარედ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს BMW-სა და Ford-ის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.

 

თვითმხილველების თქმით, ავარიის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანია, ერთის მდგომარეობა – მძიმე.

 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები, შემთხვევის შედეგად დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილები.

 

17 წლის ფეხბურთელი მატჩის დროს გარდაიცვალა (რუსეთი)
2021-06-2717 წლის ფეხბურთელი მატჩის დროს გარდაიცვალა (რუსეთი)

 

მარნეულის “ჯეო-ჰოსპიტალსის“ ინფორმაციით, ერთი პაციენტი თბილისში “ნიუ ჰოსპიტალში“ გადაიყვანეს.

 

“ჩვენთან დღის პირველ ნახევარში შემოიყვანეს ავარიის შედეგად მძიმედ დაშავებული პაციენტი, დასჭირდა ნეიროქირურგიული ჩარევა და გადავიყვანეთ თბილისში, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში“, – ამბობენ კლინიკაში.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X