22:58 | 2021-03-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – არის მხსვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ქობულეთში – არის მხსვერპლი

ქობულეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით ქვეითს ფორდის მარკის ავტომობილი დაეჯახა.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში „პრაიმტაიმს“ უთხრეს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

 

„შეტყობინება შემოვიდა დაახლოებით რვა საათზე. ადგილზე მისულ სასწრაფოს ეკიპაჟს ასაკოვანი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა“,- აცხადებენ უწყებაში.

 

„პრაიმტაიმი“ დეტალებს შს სამინისტროში არკვევს.

 

ავტორი: ნაირა ქობულაძე

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X