
ფოთში, მალთაყვის ხიდიდან 36 მამაკაცი გადავარდა და გარდაიცვალა. კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა დღეს მოხდა.
მამაკაცი მოტოციკლით მალთაყვის ხიდზე ტრაფარეტს შეეჯახა და გადავარდა.
ადგილზე მობილიზებულ იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. დაშავებული ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ექიმების განმარტებით, მიუხედავად მათი მცდელობისა, პაციენტის გადარჩენა სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ვერ მოხერხდა.






















