18:16 | 2020-06-09 ავტორი: Prime Time

ავტოსაგზაო შემთხვევების შემზარავი სტატისტიკა საქართველოში – რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავარიებს

ავტოსაგზაო შემთხვევების შემზარავი სტატისტიკა საქართველოში – რამდენი ადამიანი ემსხვერპლა ავარიებს

ავტოსაგზაო შემთხვევები ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

 

ყოველწლიურად, ავარიებით საქართველოში ასეულობით ადამიანი იღუპება, დაშავებულთა რიცხვი კი ათასებს აღწევს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის პირველი კვარტლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელშიც ავტოსაგზაო შემთხვევების, დაშავებულთა და დაღუპულთა საერთო რაოდენობაა აღრიცხული.

 

22 წლის ბიჭი ორდღიანი ძებნის შემდეგ გომის მთაზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს
2020-06-0922 წლის ბიჭი ორდღიანი ძებნის შემდეგ გომის მთაზე, მიტოვებულ კარავში იპოვეს

 

იანვრიდან მარტის ჩათვლით სსკ–ის 276-ე მუხლით (ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან მოძრაობის წესების დარღვევა) ქვეყნის მასშტაბით 1236 საქმე აღიძრა, მათ შორის 600 თბილისში.

 

ქვეყნაში სამი თვის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებს 134 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 33 ქვეითად მოსიარულე.

 

დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, პირველ ადგილზე იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონია.

 

სამ თვეში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ამ რეგიონში 32 ადამიანი გარდაიცვალა, მეორე ადგილზე 25 გარდაცვლილით თბილისია, მესამეზე კი შიდა ქართლი, სადაც გარდაცვალების 18 შემთხვევა დაფიქსირდა.

 

რაც შეეხება დაშავებულთა რაოდენობას, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად საერთო ჯამში 1610 ადამიანი დაშავდა.

 

442

 

დაშავებულთა უმრავლესობის ასაკობრივი მაჩენებელი 41-დან 60 წლამდე მერყეობს. საერთო ჯამში, ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით 349 ადამიანი დაშავდა.

 

სტატისტიკით ირკვევა, რომ შემთხვევათა დიდი ნაწილი ალკოჰოლური სიმთვრალის, ან სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით მოხდა.

4422

 

გიორგი კანდელაკის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა
2020-06-09გიორგი კანდელაკის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ჩატარდა
ავტორი: Prime Time

X