19:31 | 2020-06-09 ავტორი: ალექსი ქამადაძე

აზერბაიჯანი საზღვრებს 1-ელ ივლისამდე არ გახსნის

აზერბაიჯანი საზღვრებს 1-ელ ივლისამდე არ გახსნის

აზერბაიჯანმა საზღვრების ჩაკეტვა პირველ ივლისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში მყოფმა ოპერატიულ შტაბმა გაავრცელა.

 

ქვეყანაში ასევე, პირველ ივლისამდე გახანგრძლივდა განსაკუთრებული საკარანტინო რეჟიმი.

 

გამოცდების დროს კონდიციონერები ჩართული არ იქნება
2020-06-09გამოცდების დროს კონდიციონერები ჩართული არ იქნება

 

„აზერბაიჯანში შესვლა-გამოსვლაზე დაწესებული შეზღუდვები 2020 წლის 1-ელ ივლისამდე გახანგრძლივდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის ქვეყანაში სულ 8,191 ადამიანი დაინფიცირდა, რომელთაგან 4,606 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 98 კი გარდაიცვალა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X