
საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის, დურსუნ ჰასანოვის ინიციატივით, კახეთს სასურსათო პაკეტი გადაეცა.
აზერბაიჯანის ბიზნესმენთა ასოციაციამ, 200 ოჯახზე გათვალისწინებული ნობათი, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას გადასცა.
აზერბაიჯანული მხარის დახმარებას, რეგიონში, დღეიდან დაარიგებენ.
სასურსათო კალათა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, მრავალშვილიან და გაჭირვებულ ოჯახებს გადაეცემა.
სახელმწიფო რწმუნებულის კახეთის მხარეში, ირაკლი ქადაგიშვილის ინფორმაციით, ტვირთი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში გადანაწილდება.
მადლიერები ვართ ელჩის და აზერბაიჯანის ბიზნესმენთა ასოციაციას ამ ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ტვირთი არამალფუჭებადი პროდუქტებისგან შედგება და ის სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს გადაეცემა- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.
აზერბაიჯანის საელჩოს დახმარებით, აზერბაიჯანის ბიზნესმენთა ასოციაციამ კახეთის გარდა, სამომხმარებლო კალათები საქართველოს სხვა მუნიციპალიტეტებსაც გადასცა.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი






















