
„B და C ჰეპატიტით დაავადებულმა პაციენტებმა რომელთაც COVID 19 დაუდასტურდათ, მკურნალობის კურსი არ უნდა შეწყვიტონ“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა განაცხადა.
„C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფ პაციენტებს ვეტყვი, რომ ვირუსზე მკურნალობა ჩვეულებრივად გააგრძელონ. არავითარი კორექცია და მკურნალობის შეწყვეტა COVID 19-ის დადასტურების შემთხვევაში არ ხდება.
ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ ანტივირუსული მკურნალობა, რაც დანიშნული აქვთ როგორც B ჰეპატიტის, ასევე, C ჰეპატიტის მკურნალობაზე მყოფმა პაციენტებმა. ზოგადად ეს ყველა დანიშნულებაზე ვრცელდება. თუკი ადამიანს აქვს კონკრეტული დანიშნულება, რომელიმე დაავადების გამო კოვიდთან დაკავშირებით ეს არ იცვლება, მითუმეტეს, თვითნებურად, ექიმის გარეშე“, – განაცხადა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მაია ბუწაშვილმა.























