
საქართველოს გენერალური პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება პროკურატურის თანამშრომლის მიერ შესაძლო დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე, 13 აგვისტოს თამარ ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის მიერ, მედია საშუალებებით გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
გენერალური ინსპექცია დეტალურად შეისწავლის თეონა თამაზაშვილის მიერ მედიაში გაჟღერებულ განცხადებებთან დაკავშირებით ყველა გარემოებას.
დღეს, 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, რომ მას პროკურორი აბულინგებდა და ერთსა და იმავე კითხვას უსვამდა – რატომ არის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.























