
ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე, ლადო ბაჭულაშვილი შსს-ს გენინსპექციაში გამოკითხვაზე დაიბარეს. ბაჭულაშვილი ის პოლიციელია, რომელზეც ბაჩალიაშვილის მამა ამბობს, რომ მას ერთ-ერთმა პოლიციელმა უთხრა, რომ „მისი შვილი შარშია“.
გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ.
როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა განაცხადა, ოჯახის სურვილია, რომ საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს.
„ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური სამართლიანი იქნება. იმედია, მიხედავს გენერალური ინსპექცია შიდა სტრუქტურას“, – განაცხადა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მამა და ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, დღეს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტში იმყოფებოდნენ.
ბაჩალიაშვილის მამის თქმით, პოლიციელი, რომელიც დაუკავშირდა და უთხრ, რომ „მისი შვილი შარშია“ ლადო ბაჭულაშვილია.
ლადო ბაჭულაშვილი ქვემო ქართლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეა.























