20:31 | 2020-08-04 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბაჩალიაშვილის მშობლები FbI-ს გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს

ბაჩალიაშვილის მშობლები FbI-ს გამოძიებაში ჩართვასთან დაკავშირებით შსს-ში დაიბარეს

არ მჯერა, ვნახავთ მაგასაც. გათენდება და წავალთ შინაგან საქმეთა სამინისტროში, – ასე გამოეხმაურა თამარ ბაჩალიაშვილის მამა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ უწყება მზად არის ითანამშრომლოს ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან.

 

ჯუმბერ ბაჩალიაშვილი კვლავ უნდობლობას უცხადებს გამოძიებას და აცხადებს, რომ ხვალ შსს-ში 11 საათზეა დაბარებული.

 

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა დღეს აშშ-ს საელჩოსთან აქცია გამართა. ოჯახი მოითხოვდა, რომ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიებაში FBI ჩაერთოს. 

 

შსს მზადაა ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან ითანამშრომლოს
2020-08-04შსს მზადაა ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან ითანამშრომლოს

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X