12:02 | 2020-09-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბაჩალიაშვილის საქმე – მიშა რამიშვილის ე.წ. წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია!

ბაჩალიაშვილის საქმე – მიშა რამიშვილის ე.წ. წყარო დავით ფურცხვანიძე დაკავებულია!

პრორუსი ექსპერტი დავით ფურცხვანიძე დააკავეს.

 

რამიშვილის წყარო კრემლისტურ სააგენტოს წარმოადგენს, რომლის ანგარიშები Facebook-მა გააუქმა 
2020-09-18რამიშვილის წყარო კრემლისტურ სააგენტოს წარმოადგენს, რომლის ანგარიშები Facebook-მა გააუქმა 

 

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში მიმდინარეობს გამოძიება მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 284-ე მუხლის პირველი ნაწილით და ამავე კოდექსის 369-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.

 

საქმე ეხება ე.წ სატელიტის ფოტოებს, რომლის საფუძველზეც მიხეილ რამიშვილი აცხადებდა, რომ გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი, იმ ადგილზე სადაც ის გარდაცვლილი იპოვეს, გარკვეული პერიოდის შემდეგ მიიტანეს. პროკურატურის მტკიცებით, სატელიტის ფოტოები გაყალბებულია.

 

ფოტოები მიხეილ რამიშვილს “უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის” ხელმძღვანელმა დავით ფურცხვანიძემ გაუგზავნა.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X