13:09 | 2020-08-10 ავტორი: Prime Time

ბაჩალიაშვილის საქმე: „რამხელა ტყუილებს ავრცელებთ, ყველა პასუხს აგებთ“ – დეა კაპანაძის დედა

ბაჩალიაშვილის საქმე: „რამხელა ტყუილებს ავრცელებთ, ყველა პასუხს აგებთ“ – დეა კაპანაძის დედა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის მეგობრის, დეა კაპანაძის დედა მისი შვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. კაპანაძის დედა დეზინფორმაციის გავრცელებაში „მთავარ არხს“ ადანაშაულებს.

 

„თბილისში არაა, ძალიან ცუდადაა, ყველაზე მეტად ვინც თამუნას მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტან ეს არის ჩემი შვილი. ტელეფონიც ჩამორთმეული აქვს და ინფორმაციასაც არ ვაწვდით რაც თქვენ ეთერში გაუშვით. რამხელა ტყუილებს ავრცელებთ, პირად ცოხვრებაში ეჭრებით, ამაზე ყველა პასუხს აგებთ“ – თქვა კაპანაძის დედამ.

 

გუშინ, ერთ-ერთ ეთერში ბაჩანა ლობჟანიძემ დეა კაპანაძის პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

 

ძალიან უნდოდა ამაზე [სექსუალობაზე] ესაუბრა - ნიკა გვარამია ბაჩანა ლობჟანიძესთან ინტერვიუს შესახებ პოსტს აქვეყნებს
2020-08-10ძალიან უნდოდა ამაზე [სექსუალობაზე] ესაუბრა - ნიკა გვარამია ბაჩანა ლობჟანიძესთან ინტერვიუს შესახებ პოსტს აქვეყნებს
ავტორი: Prime Time

X