15:23 | 2020-03-30 ავტორი: Prime Time

ბადაგონმა 80%-იანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი ჩამოასხა

ბადაგონმა 80%-იანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი ჩამოასხა

ბადაგონმა 80%-იანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი ჩამოასხა,- ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

კომპანია „ბადაგონი“ სადეზინფექციო ხსნარს ჯანდაცვის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცემს.

 

„ქვეყანაში არსებული ეპიდ სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია ბადაგონის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ჩამოისხა ალკოჰოლზე დაფუძნებული 80% -იანი ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც კორონა ვირუსის ფართოდ გავრცელების თავიდან ასაცილებლად უსასყიდლოდ გადაეცემა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს.

 

 

აღნიშნული პროდუქტი სრულად შეესაბამება ამერიკის „საკვებისა და წამლების ადმინისტრაციის“ (FDA) მიერ შემუშავებულ სტანდარტებს“ – წერია განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X