00:13 | 2021-07-11 ავტორი: Prime Time

„ბადრი ჩემთვის მკვდარია“ – რას ამბობს და რა იცის ბადრი ესებუას ოჯახმა მისი გაუჩინარებიდან 9 თვის შემდეგ

„ბადრი ჩემთვის მკვდარია“ – რას ამბობს და რა იცის ბადრი ესებუას ოჯახმა მისი გაუჩინარებიდან 9 თვის შემდეგ

ზუგდიდში, 2020 წლის ოქტომბრის თვეში „საქართველოს ბანკის” ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებულ ბადრი ესებუას ოჯახს, მისი ადგილსამყოფელის შესახებ არანაირი ინფორმაცია დღემდე არ აქვს.

 

ოჯახის წევრების განმარტებით, მათ მეორე შვილის, ბიძინა ესებუას ამბავი აინტერესებთ და ადარდებთ, რომელიც მათივე თქმით, უდანაშაულოა და ციხეში 2020 წლის 12 დეკემბრიდან ზის.

 

„ბადრის შესახებ მშობლებს და ნათესავებს იმ დღის შემდეგ არაფერი გვსმენია, ცოცხალია თუ მკვდარი არც ის ვიცით.

 

ბიძინას ამბავი გვაინტერესებს, უდანაშაულო კაცი ზის ციხეში… აუტანელი მდგომარეობა გვაქვს ყველას… ორივე შვილის გამო განადგურდნენ მშობლები, 13 ივლისს უნდა გამოცხადდეს ბიძინას საბოლოო განაჩენი. ცოლ-შვილი ყავს ბიძინას და უდანაშაულოდ ზის, რისთვის ისჯება? იმისთვის, რომ ბადრის ძმაა?”,- გვითხრა ესებუების ნათესავმა სოფელ ალერტკარიდან.

 

„ქალები დაგღუპავენ შენო…ვსიო, აწი დამთავრდა ქალები…“ - გოგი წულაია
2021-07-10„ქალები დაგღუპავენ შენო…ვსიო, აწი დამთავრდა ქალები…“ - გოგი წულაია

 

მისივე თქმით, ყველაზე მძიმედ შვილების ამბავს მამა, ტარიელ ესებუა განიცდის.

 

„რა უნდა გითხრათ, არაფერი არ ვიცი, 8 თვე დასრულდა უკვე, ბიძინას საქმეზე რა განაჩენი დადგება არც ეს ვიცი, ბადრი ჩემთვის მკვდარია, ბიძინაზე და მის ოჯახზე ვდარდობ, გავნადგურდი და ჯანმრთელობა შემერყა კაცს, მომსპო ორივე შვილის ტრაგედიამ“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ ტარიელ ესებუამ.

 

ბიძინა ესებუას ადვოკატის თქმით, 13 ივლისს ბიძინა ესებუას საქმეზე მოსამართლე ნატრული აკობიამ განაჩენი უნდა გამოაცხადოს.

 

„ჩვენ ვიბრძვით და ველოდებით გამამართლებელ განაჩენს“, – აცხადებს ბიძინა ესებუას ადვოკატი იოსებ ჯანაშია.

 

შეგახსენებთ, რომ ბადრი ესებუა ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” დაყაჩაღებისთვის დღემდე იძებნება.

 

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ ბადრი ესებუას ძმა ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ასაფეთქებელი მოწყობილობის შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით, 2020 წლის 12 დეკემბერს დააკავა.

 

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: თეა შონია 

ავტორი: Prime Time

X