16:27 | 2020-12-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბადრი ესებუას ოჯახში, ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ბადრი ესებუას ოჯახში, ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ზუგდიდში „საქართველოს ბანკის„ ძარცვაში ბრალდებულის ბადრი ესებუას ოჯახში, ჟურნალისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

 

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სამართალდამცველებმა ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ძარცვაში ბრალდებულის, ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა დააკავეს.

 

რა ნივთები ამოიღო პოლიციამ დაკავებული ბიძინა ესებუას მანქანიდან - შსს-ს განცხადება
2020-12-12რა ნივთები ამოიღო პოლიციამ დაკავებული ბიძინა ესებუას მანქანიდან - შსს-ს განცხადება

 

ოჯახის ერთ-ერთ ახლობელზე დაყრდნობით, „პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა ბიძინა ესებუას დაკავების სავარაუდო მოტივი. როგორც ირკვევა, გამოძიებას ჰქონდა ინფორმაცია ბადრი ესებუას და მისი ძმის კონტაქტის შესახებ, მან სამართალდამცველების გამოჩენისთანავე გაქცევა სცადა, თუმცა დროულად დააკავეს.

 

გავრცელებული ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის მეორე დღეს ბადრი ესებუა დეიდის სახლში იმალებოდა, სადაც მას ძმამ, ბიძინა ესებუამ მიაკითხა და მალულად ტყეში წაიყვანა.

 

„საქართველოს ბანკის“ ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული ბადრი ესებუა, საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარით 21 ოქტომბერს შეიჭრა და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

 

ბადრი ესებუაზე ძებნაა გამოცხადებული.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X