13:10 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი… – გიორგი ვაშაძე სააკაშვილზე

ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი… – გიორგი ვაშაძე სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.

 

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლა ბოლოს 2 ოქტომბრის საღამოს დააანონსა. მან სოციალურ ქსელში ბილეთებიც გამოაქვეყნა. დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსით:

 

„დილა მშვიდობისა საქართველო. უკვე საქართველოდან 8 წლის შემდეგ“,- წერს მიხეილ სააკაშვილი.

ბათუმის რომელ ქუჩებში იმყოფებოდა მიშა სააკაშვილი ვიდეოების მიხედვით - ექსპრეზიდენტის მარშრუტი
2021-10-01ბათუმის რომელ ქუჩებში იმყოფებოდა მიშა სააკაშვილი ვიდეოების მიხედვით - ექსპრეზიდენტის მარშრუტი

 

მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებას ეხმაურება „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე. როგორც ვაშაძე ამბობს, მთავარი საკითხი ახლა არის ის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და ყველანი მივიდეთ არჩევნებზე.

 

„ნამდვილად არ ვიცი არის თუ არა სააკაშვილი საქართველოში. რაც შეეხება მთავარ საკითხს, ახლა ეს არის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, სტაბილურობა და მივიდეთ ყველანი არჩევნებზე და არჩევნების გზით შევცვალოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. ეს არის მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ, „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მშვიდობიანი ტრანსფორმაცია იყოს ამ ქვეყანაში. არც ერთ შემთხვევაში არ დავუშვებთ არეულობას და მშვიდად დავიწყებთ ხელისუფლების ცვლილების პროცესს. ვინ არ არის საქართველოში, ვინ როდის ჩამოვა თუ არ ჩამოვა, ამას დრო გვიჩვენებს. შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ან ვინმეს უნდა, რომ დააშინოს ხალხი დესტაბილიზაციით, მაგრამ მშვიდად წყნარად უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეს არის ჩვენი ამოცანა.

 

არ შეიძლება ვიმარჩიელოთ ასე იქნება თუ ისე იქნება, რამდენიმე საათში ალბათ, ყველაფერი გაირკვევა. საქართველო არ არის დიდი სახელმწიფო – ბადრი ესებუაც კი ვერ ვიპოვეთ ამდენი ხანი, მაგრამ ესებუასა და სააკაშვილს შორის დიდი განსხვავებაა, სახეზე ცნობადობით მაინც“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X