00:39 | 2021-09-11 ავტორი: Prime Time

ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით კახა კალაძე ინფორმაციას ავრცელებს

ბაგა-ბაღებთან დაკავშირებით კახა კალაძე ინფორმაციას ავრცელებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, გლდანის რაიონში არაერთი საბავშვო ბაგა-ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა, თუმცა მიზანმიმართულად ვრცელდება მცდარი ინფორმაციები. ამის შესახებ კალაძემ ინტერნეტჩართვისას განაცხადა.

სანამ უქმეებს დაგეგმავთ ნახეთ როგორი ამინდი იქნება 
2021-09-11სანამ უქმეებს დაგეგმავთ ნახეთ როგორი ამინდი იქნება 

 

კახა კალაძე სოციალური ქსელის მომხმარებლის შეკითხვას უპასუხა და საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

 

„ძალიან ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება მიზანმიმართულად. მახსოვს ა მიკრორაიონზეც იყო საუბარი, თითქოს იქ ბაღს ვანგრევთ და კორპუსი უნდა აშენდეს. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ამ ბაღებთან მიმართებაშიც ვაპირებთ რეაბილიტაციას, განახლებას და ყოველმხრივ მოწესრიგებას. გლდანში ძალიან ბევრი ბაღის რეაბილიტაცია განვახორციელეთ და ადგილობრივი მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X