
ბაღდადში, ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოსთან, რომელიც მწვანე ზონაში მდებარეობს, 5 რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ „როეტერსი“ წერს.
მედიის ცნობით, ერთ-ერთმა რაკეტამ საელჩოს რესტორანი დააზიანა. დაშავებულია სულ მცირე სამი ადამიანი.
მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.
ერაყის პრემიერ მინისტრმა ადელ აბდულ მაჰდინმა მომხდარი თავდასხმა დაგმო და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებების გაგრძელებამ შეიძლება „ერაყი ბრძოლის ველად აქციოს“.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ერაყის მთავრობას მოუწოდა შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები და დაიცვან ამერიკის დიპლომატიური ობიექტები






















