
ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში, გოგუცაძეების ოჯახი, სადაც 80 წლამდე ცოლ-ქმარი ცხოვრობს, დააყაჩაღეს და ცემეს.
რა რაოდენობის თანხის წაღება მოახერხეს თავდამსხმელებმა, ჯერჯერობით უცნობია. ხანდაზმულის შვილი ამბობს, რომ მშობლები ნაწამები არიან. ნაცემი ცოლ-ქმარი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ავტორი: სალომე ნეფარიძე






















