
ბაღდათის სოფელ ხანში პოლიციელზე თავდასხმისა და მუქარის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყების იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ბაღდათის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 48 წლის მამაკაცი დააკავეს.
„შემთხვევის შედეგად დაშავებულ პოლიციელს პირველადი სამედიცინო დახმარება გაეწია და ის ამჟამად სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას აგრძელებს”, – განმარტავენ შსს-ში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






















