14:37 | 2021-09-10 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბაიდენის გადაწყვეტილებით, ფედერალური უწყებების და ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

ბაიდენის გადაწყვეტილებით, ფედერალური უწყებების და ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ფედერალური მუშაკებისთვის ვაქცინაციის წესების გამკაცრებას გეგმავს.

 

გეგმის მიხედვით, აშშ-ში ფედერალური უწყებების და ჯანდაცვის თანამშრომლებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იქნებ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

 

ამასთან, ფედერალურ მუშაკს არ ექნება შესაძლებლობა, ვაქცინაციის ნაცლად რეგულარულად წარადგინოს კორონავირუსის ტესტის პასუხი.

 

ერთ-ერთი მძევალი გაუშვა, რომ 112-ზე დაერეკა და შეტყობინება გაეკეთებინა - ბანკზე თავდასხმისას აყვანილი მძევლის ნაამბობი
2021-09-10ერთ-ერთი მძევალი გაუშვა, რომ 112-ზე დაერეკა და შეტყობინება გაეკეთებინა - ბანკზე თავდასხმისას აყვანილი მძევლის ნაამბობი

 

სავალდებულო ვაქცინაციის მსგავსი სტანდარტი გავრცელდება ყველა ისეთი კონტრაქტორი კომპანიის პერსონალზე, რომელიც ფედერალურ მთავრობასთან თანამშრომლობს.

 

როგორც თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, გეგმის მიზნებია:  აუცრელების ვაქცინაცია; ვაქცინირებულების დაცვის გაძლიერება ე.წ. ბუსტერ-დოზებით; სკოლებში სასწავლო პროცესის შენარჩუნება; ტესტირების გააქტიურება და პირბადეების ტარების მოთხოვნა; ეკონომიკის აღდგენა; კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა მკურნალობა.

 

ნახეთ სხვა სიახლეები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X