11:51 | 2020-04-23 ავტორი: Prime Time

ბაკურიანის კარანტინში ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბაკურიანის კარანტინში ერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბაკურიანის საკარანტინე ზონიდან ბორჯომის ცხელების ცენტრში ახალგაზრდა მამაკაცი 21 აპრილს, მაღალი ტემპერატურით შეიყვანეს. მას კორონავირუსი დღეს, 23 აპრილს დაუდასტურდა.

 

დაინფიცირებული სამცხე-ჯავახეთის მაცხოვრებელი არ არის, მას საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვს.

 

30 წლამდე ასაკის მამაკაცი ბორჯომიდან გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

X