11:23 | 2021-09-27 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ

ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ

ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს, ტყუპ ძმებს – ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს, რომლებსაც 60 წელი შეუსრულდათ, 23 სექტემბერს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ძმები 38 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

 

მეხანძრე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ქალაქ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოში ესტუმრა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაინერგა ახალი ინიციატივა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება.

 

ნახეთ, სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X