
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ამა თუ იმ გამოჩენილ სპორტსმენს ყოფილი ცოლი ან შეყვარებული ძალადობაში ადანაშაულობეს. შორს რომ არ წავიდეთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული სკანდალიც კმარა, რომლის შემდეგაც ჩვენებური მეჩოგნის საქმე უკა-უკან წავიდა და აგერ უკვე წელიწადზე მეტია რეგრესს განიცდის.
იგივე დღეში აღმოჩნდა ალექსანდრე ზვერევიც. ადრეც ვწერდით, რომ გერმანელ ჩოგბურთელს, აწ უკვე ყოფილი მეგობარი გოგონა ოლგა შარიპოვა ცუდად მოპყრობაში სდებდა ბრალს. თავად ზვერევი რა თქმა უნდა ყველაფერს უარყოფს და შარიპოვას ცილისწამებაში ადანაშაულებს. განაგრძეთ კითხვა
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები