
ტურისტულ კუნძულ ბალიზე, ლაბორატორიები, ვერ შეძლებენ კორონავირუსზე შემოწმებას.
„კუნძულ ბალიზე მყოფი ტურისტები, რომლებსაც ვირუსის სიმპტომები აღენიშნებათ, აღშფოთებულნი არიან, რომ ისინი დაინფიცირდნენ სასიკვდილო კორონავირუსით, მაგრამ მათი ანალიზის შემოწმება, ვერ ხერხდება“ – აღიარებს ბალის ჯანმრთელობის სამინისტრო.
ბალის ჯანდაცვის მთავარი სანიტარული ოფიცერი კეთუთ სუარჯაია ამბობს, რომ ბალიში არ იყო ლაბორატორია, რომელიც შეამოწმებდა COVID-19– ის არსებობას, ამიტომ ამის ნაცვლად, ნიმუშების გაგზავნა ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტაში, კუნძულ იავაზე მოგვიწია.
”მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ახალი ვირუსი, ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს, კორონავირუსზე გამოკვლევების საშუალება”, – თქვა მან.
”ინდონეზიის ყველა პროვინციის ნიმუშების შემოწმება ხდება „Litbankes“ -ში (ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარების ეროვნული ინსტიტუტი).”
მაგრამ ბ-ნი სუარჯაია ამტკიცებს, რომ დამსვენებლებს, შეშფოთების მიზეზი არ აქვთ, კვლევის შედეგები, ორ დღეში იქნება ცნობილი.
”საზოგადოებას მოვუწოდებ არ შეშინდეს და პანიკას არ აყვეს, რადგან პანიკა და შიში უფრო საშიშია, ვიდრე კორონავირუსი”, – თქვა მან.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებმა ათასობით ადამიანი შეამოწმეს, ბალის ჯანდაცვის სამინისტრომ, ჯერჯერობით ნიმუშები მხოლოდ 35 ადგილობრივსა და უცხოელ ტურისტზე გაგზავნა, მათგან 12 კი შედეგებს, ჯაკარტადან ელოდება.






















