11:37 | 2021-07-23 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბანალური ცრუპენტელა, ნიკანორ მელია „მოწყალედ“ დათანხმდა თბილისის მერად კენჭისყრას – ზაალ ანჯაფარიძე

ბანალური ცრუპენტელა, ნიკანორ მელია „მოწყალედ“ დათანხმდა თბილისის მერად კენჭისყრას – ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია თბილისის მერად იყრის კენჭს.

 

ცოტა ხნის წინ ზუგდიდში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს
2021-07-23ცოტა ხნის წინ ზუგდიდში 60 წლამდე მამაკაცი მოკლეს

 

ნიკანორ (ლანსელოტ) მელია „მოწყალედ“ დათანხმდა თბილისის მერად კენჭისყრას. თუმცა ყველა კარგად ვხვდებით, რომ უბრალოდ კიევიდან მიღებულ ბრძანებას დაემორჩილა.

 

ცოტა ხნის წინ ის ურცხვად ატყუებდა საზოგადოებას, მათ შორის საკუთარ პოტენციურ ამომრჩეველს, რომ არ აპირებდა თბილისის მერობაზე კანდიდატურის დაყენებას, მანამდე ირწმუნებოდა გირაოს არ გადავიხდიო და არავინ გადამიხადოსო, კიდევ უფრო ადრე „ვერ დამიჭერთო“ მოკლედ, ყველა შემთხვევაში აღმოჩნდა ბანალური ცრუპენტელა.

 

აი ასეთი კანდიდატი ჰყავს „ნაცმოძრაობას“ და მასთან მიტმასნილ „პარტიუკებს“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X