12:34 | 2021-01-27 ავტორი: Prime Time

ბანკის მომხმარებლებმა ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! – საბანკო ასოციაცია გაფრთხილებთ

ბანკის მომხმარებლებმა ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ! – საბანკო ასოციაცია გაფრთხილებთ

საბანკო ასოციაციის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში კიბერთაღლითობის ახალი შემთხვევები დაფიქსირდა.

 

როგორც ასოციაციაში განმარტავენ, თაღლითობის ახალი სქემის მიხედვით, კიბერდამნაშავეები შეტევის დროს იყენებენ Google-ის საძიებო სისტემას, სადაც ისინი თაღლითური ვებგვერდების რეკლამას აკეთებენ.

 

ასეთი ყალბი გვერდების მისამართი, ხშირ შემთხვევაში, მიმსგავსებულია კომერციული ბანკების ინტერნეტბანკის ნამდვილ მისამართებთან.

 

„გთხოვთ, გაითვალისწინოთ რჩევები კიბერთაღლითობის (ფიშინგის) პრევენციისთვის: არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე; ბმულზე კურსორის მიტანით გამოჩნდება ვებგვერდის რეალური მისამართი; ყურადღებით დააკვირდით იმ ვებგვერდის მისამართს, სადაც პაროლი შეგყავთ, დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბანკის ვებგვერდზე იმყოფებით. ზოგიერთ შემთხვევაში, გაყალბებული მისამართი შეიძლება მხოლოდ ერთი სიმბოლოთი განსხვავდებოდეს ნამდვილისგან.

 

ინტერნეტბანკით სარგებლობისთვის, Google-ის საძიებო ველში რომელიმე კონკრეტული ბანკის სახელით მოძებნის ნაცვლად, მისამართის ველში პირდაპირ აკრიფეთ კომერციული ბანკის ვებგვერდის მისამართი; მობილური მოწყობილობიდან, ისარგებლეთ მობაილბანკის აპლიკაციით“, – ნათქვამია ასოციაციის მიერ გვრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X