17:22 | 2020-05-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ბანკომატიდან ფულის მოპარვის მიზნით, საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს?!

ბანკომატიდან ფულის მოპარვის მიზნით, საზოგადოებრივი ცენტრი ააფეთქეს?!

გურიაში, საზოგადოებრივი ცენტრის აფეთქებამდე თავდამსხმელებმა შენობაში გაზი გაუშვეს.

 

თბილისიდან ჩოხატაურში ჩასულ ექსპერტ-კრიმინალისტებს შენობის მიმდებარედ დამონტაჟებული კამერებიდან ჩანაწერები ჯერ კიდევ არ ამოუღიათ.

 

ჩოხატაურში დაუდგენელმა პირებმა საზოგადოებრივ ცენტრში ბანკომატი ააფეთქეს
2020-05-23ჩოხატაურში დაუდგენელმა პირებმა საზოგადოებრივ ცენტრში ბანკომატი ააფეთქეს

 

„ტვ პირველის“ ინფორმაციით, ამ დროისთვის დადგენილია, რომ ცენტრში დამონტაჟებული ლიბერთი ბანკის ბანკომატიდან 3 000 ლარია წაღებული.

 

ცენტრის აფეთქვებისას ძლიერი ხმა მოსახლეობამ გაიგო, თუმცა 112-ზე შეტყობინება არ შესულა. შემთხვევიდან პატრულირებისას სამართალდამცველებმა დაახლოებით, 20 წუთის შემდეგ შემთხვევით გაიგეს.

 

სამართალდამცველებს ადგილზე 200 ლარი დახვდათ.

 

ადგილობრივების თქმით, ბანკომატი ამ შემთხვევამდე ორჯერ გატეხეს და არცერთი შემთხვევა გამოძიებული არ არის.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე ორი შეიარაღებული პირი შენიშნეს.

 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 187-ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

საზოგადოებრივი ცენტრი 2017 წელს გაიხსნა.

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X