11:50 | 2020-05-05 ავტორი: Prime Time

ბარძაყიდან კანს ხელებზე გადამინერგავენ – ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც თავი დაიწვა

ბარძაყიდან კანს ხელებზე გადამინერგავენ – ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც თავი დაიწვა

ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ, მერიასთან ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა „პრაიმტაიმს“ საკუთარი მოთხოვნების შესახებ უყვება.

მადონა ახლა ოპერაციისთვის ემზადება, რადგან მას მძიმე დამწვრობები აქვს. ცოტახანში ტრანსგენდერ ქალს ბარძაყიდან ხელის მტევნებზე კანს გადაუნერგავენ.

 

„ბევრი გადასხმები და გამაყუჩებლები გამიკეთეს, მაზებს მისვამენ დამწვარ სხეულზე.

 

მე-3 ა ხარისხის დამწვრობა მაქვს.

 

დამწვრობა მაქვს გულ-მკერდის არეში, ყელი, მუცელი და მტევნები – თითები და მაჯა.

დღეს გამიკეთებენ ოპერაციას, კანის გადანერგვა მოხდება ბარძაყიდან მტევნებსა და თითებზე. 

განსაკუთრებულად ღრმა დამწვრობა მაქვს ხელებზე. ხელს ვერ ვიყენებ გაშეშებული მაქვს მე-6 დღეა. არაადამიანური ტკივილია – გვიყვება მადონა.

რაც შეეხება, მთავარ მოთხოვნას, რის გამოც მადონამ პროტესტის უკიდურეს ზომას მიმართა, სახელმწიფოსგან მისი სქესის აღიარებაა.

 

ერთადერთი ვითხოვ გენდერის სამართლებრივ აღიარებას. მინდა რომ ტრანსგენდერმა ქალებმა შეწყვიტონ სექსმუშაკობა. 

 

გენდერი აღიარდეს და შეგვეცვალოს შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელ საბუთში სქესი. 

 

ამის შემდეგ, მე მექნება სწავლის და მუშაობის უფლება, ეს ჩემი ერთადერთი მოთხოვნაა.

 

პანდემიის დროს რომ გასაჭირში ვართ კი ასეა, როგორც სხვა ჰეტეროსექსუალი ადამიანი ასევე, ჩვენც გაგვიჭირდა.

 

მაგრამ არცერთი ადამიანი იმის გამო არ გადაისხამს ბენზინს, რომ შია.

 

მე სახელმწიფოს გამოვუხატე პროტესტი, რომ მოახდინოს სამართლებრივი აღიარება და არათუ შეწყდეს, არამედ აიკრძალოს ტრანსგენდერი ქალების პროსტიტუცია.

 

ეს არის მიზეზი იმისა, რომ არაკეთილსინდისიერად იყენებენ ადამიანები ამაზე ხახს უსვამენ და მანიპულირებენ ჩვენზე.” – აღნიშნავს მადონა.

 

ტრანსგენდერი ქალი გვიყვება საკუთარი ცხოვრების დეტალებს, როცა ორიენტაციის გამო სამსახური დაკარგა.

 

„მე მქონია შემთხვევა, როცა სამსახურიდან გამომიშვეს.

 

თავიდან მივედი ჩვეულებრივი ჩაცმულობით.

 

როდესაც შევხედე და ვიგრძენი რომ ვიყავი მათი გუნდის წევრი, მივეჩვიე, დავიწყეთ მეგობრობა და თანამშრომლებისგან ვიგრძენი სიყვარული

 

გამოვაჩინე, რომ ტრანსგენდერი ვარ და მომიწია სამსახურის დატოვება.

 

რაც შეეხება საცხოვრებელს, მე ძირითადად ქირით ვცხოვრობ.

 

არსებობს პრობლემები, თუ პირდაპირ მიხვალ მეპატრონესთან და ეტყვი, რომ მე ტრანსგენდერი ქალი ვარ, აუცილებლად გეტყვის, რომ ბინა უკვე დაკავებულია.

 

ამიტომ ცოტა სხვა მიდგომა არის საჭირო. მაგალითად მაკლერის მეშვეობით იქირაო და ფული არა ხელზე მისცე, არამედ გადაურიცხო.

 

ტრანსგენდერმა ქალებმა უნდა შეწყვიტონ მდარე და მარაზმატიკული სამუშაო! სექსმუშაკობა უნდა შეწყვიტონ და გახდნენ საზოგადოების წევრები, უპირველესყოვლისა იმისთვის რომსაზოგადოებისგან დაფასებაც მიიღონ,” – გვიამბობს ტრანსგენდერი ქალი.

 

 

ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ორგანიზაცია ტრანსგენდერ ქალს ფინანსურად დაეხმარება
2020-05-04ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ორგანიზაცია ტრანსგენდერ ქალს ფინანსურად დაეხმარება
რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ლევან ვასაძესთან დაკავშირებული ორგანიზაცია ტრანსგენდერ ქალებს ფინანსურად დაეხმარება, მადონა აღნიშნავს, რომ ეს მისთვის მოულოდნელი იყო.ტრანსგენდერი ქალი ამბობს, რომ მათგან ქილიკსა და აგრესიას ელოდა.

„ხუმრობა მეგონა.. პირველრიგში მადლობა, მეორე რიგში ძალიან გაკვირვებული ვარ.

ამ ადამიანებისგან, მოულოდნელი მომენტია, როდესაც ადამიანი ჰომოფობია ან ამ ჯგუფებში მოიაზრება და უცებ ის შენ დახმარებას იწყებს.

მნიშვნელობა არ აქვს ადამიანი ვინ არის თუ ის გეხმარება და ლუკმა-პურს გიყოფს, ეს ადამიანური დაფასებაა.

ალტინფოსგან და ვასაძისგან ამას არ მოველოდი, არც კი გამიფიქრია, პირიქით მეგონა დაიწყებდნენ ქილიკს, აგრესიას და ასე შემდეგ..” – აღნიშნა მადონამ.

 

30 აპრილს, თბილისის მერიასთან ტრანსგენდერმა ქალმა ბენზინი გადაისხა და თავი დაიწვა.

 

„მე ვარ ტრანსგენდერი ქალი და იმიტომ, რომ საქართველოს სახელმწიფო ჩემზე არ ზრუნავს, თავს ვიკლავ“ – განაცხადა მერიასთან მადონამ.

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X