
ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე ჯანდაცვის მინისტრის ვაკანტურ პოზიციაზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის წერს, რომ აღნიშნული თანამდებობისთვის ოპოზიციონერ ჯანდაცვის მენეჯმენტის მცოდე კადრს შეარჩევდა და მინისტრად დანიშნავდა.
“ახლა ავდგებოდი და ოპოზიციიდან ავარჩევდი ჯანდაცვის მენეჯმენტის მცოდნე კადრს და ჩავაცხრობდი მუდმივი აურზაურის ერთ მთავარ წყაროს. ძალიან კოხტა ამბავი იქნებოდა, კარგი მაგალითიც.
მაინც ერთმანეთს აბრალებენ წარუმატებლობას და ბარემ თანაბარ პირობებში ვაჩხუბოთ.” – წერს ნათია ფანჯიკიძე.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ დაკავებული პოსტი 9 დეკემბერს დატოვა.






















