
ბარსელონაში მოქალაქეებისთვის 06:00 საათიდან 10:00 საათამდე სანაპიროები გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
როგორც უცხოური მედია წერს, დროის ამ მონაკვეთში მოსახლეობას საშუალება ექნება, ზღვაში იცურაოს და პლაჟზე ირბინოს.
ამასთან, პლაჟები ღია იქნება მხოლოდ აკრედიტებული პროფესიონალი სპორტსმენებისთვის საღამოს ვარჯიშის დროს. დღეს სანაპიროებზე პოლიცია პატრულირებდა.
ამასთან, ესპანეთის მთვარობა უახლოეს დღეებში გადაწყვეტს, რომელი რეგიონები გადავლენ შეზღუდვების შემსუბუქების მეორე ეტაპზე.
ზომების შემსუბუქების მეორე ეტაპი კი, სოციალური დისტანციის წესის დაცვით კაფე-ბარების, რესტორნებისა და სამლოცველოების გახსნას გულისხმობს.
შემსუბუქების მეოთხე და საბოლოო ეტაპი, სავარაუდოდ ივნისში დაიწყება. სწორედ ივნისში გაიხსნება სანაპიროები რუჯის მისაღებად, ასევე მაღაზიები და რესტორნებიც ნაკლები შეზღუდვით იმუშავებენ.
ბოლო მონაცემებით, ესპანეთში კორონავირუსის 220 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. გარდაცვლილია 26 070 ადამიანი.






















