21:49 | 2020-09-28 ავტორი: Prime Time

ბარსელონაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ბარსელონაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ქართველი ემიგრანტი ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურის მკვიდრია.

 

ბარსელონაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, 53 წლის ნინო ნაწიფაშვილი, ბოლო პერიოდში, ავთვისებიან სიმსივნეს ებრძოდა.

 

ის ესპანეთის სამეფოში, ორი წლის განმავლობაში, მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა და იქვე მუშაობდა.

 

ნინო ნაწიფაშვილის გარდაცვალების შესახებ, ბარსელონაში მყოფმა ქართველებმა, საკონსულოს უკვე აცნობეს.

 

გარდაცვლილი ემიგრანტი, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადუქნარში, 2019 წლის 12 მარტს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული, 34 წლის მეხანძრე-მაშველის სიდედრია.

 

როდის გადმოასვენებენ ქალის ცხედარს საქართველოში, ჯერ უცნობია.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში, ამ ეტაპზე, ემიგრანტის გარდაცვალების დეტალებს არკვევენ.

 

კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდი​ - ექსპერიმენტულმა საშუალებამ კიბოს უჯრედები ყოველგვარი პრეპარატის გამოყენების გარეშე გაანადგურა 
2020-09-28კიბოს მკურნალობის უახლესი მეთოდი​ - ექსპერიმენტულმა საშუალებამ კიბოს უჯრედები ყოველგვარი პრეპარატის გამოყენების გარეშე გაანადგურა 
ავტორი: Prime Time

X