
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვაშინგტონის საერთაშორისო ტურნირზე მონაწილეობას მიიღებს. საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 28-ე ჩოგანი ტურნირის წინასწარ განაცხადშია.
პანდემიის შემდედგ ATP-ის მიერ ორგანიზებული პირველი ტურნირი იქნება, რომლის საპრიზო ფონდი 1 953 285 დოლარია.
გათამაშება 14 აგვისტოს დაიწყება და 21 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობას 48 ჩოგბურთელი მიიღებს, მათ შორის 38 ძირითად ბადეში იქნება (ბასილაშვილიც).
შეგახსენებთ,რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი პროკურატურამ ყოფილ მეუღლეზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავა.
24 მაისს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელა და ჩოგბურთელი 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს ჩაინიშნა.























