21:29 | 2020-08-28 ავტორი: Prime Time

ბასტი-ბუბუში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ხმის დასაცავად უნდა იბრძოლო – ელისაშვილი ოპოზიციის დეკლარაციაზე

ბასტი-ბუბუში მონაწილეობას არ ვაპირებთ, ხმის დასაცავად უნდა იბრძოლო – ელისაშვილი ოპოზიციის დეკლარაციაზე

დაველაპარაკებით დანარჩენ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ კი დავინახავთ ამის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას,- ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

 

„დაველაპარაკებით დანარჩენ პარტიებს იმ შემთხვევაში, თუ კი დავინახავთ ამის სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. ასეთად ჩვენ მიგვაჩნდა პროპორციული არჩევნების საკითხი, ამიტომ ველაპარაკებოდით სხვებს, აბსოლუტურად ჩვენთვის მიუღებელ ხალხს.

 

ბასტი-ბუბუ რაღაცებში მონაწილეობას არ ვაპირებთ, რა. ხმის დასაცავად უნდა იბრძოლო, დეკლარაციას კი არ უნდა მოაწერო ხელი“-თქვა ელისაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X