
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი კახა საბანაძე, ექსპრემიერის გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე იმყოფებოდა.
მისი განცხადებით, ის პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ პრეზენტაციაზე გიორგი გახარიას მეგობრის სტატუსით ესწრებოდა.
როგორც საბანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის პარტიის წევრი არ არის და მხოლოდ მხარდამჭერია.
„პოლიტიკურ განცხადებას პოლიტიკოსები გააკეთებენ. აქ ვიყავი როგორც მხარდამჭერი. პარტიის წევრი არ ვარ, ბატონი გიორგის მეგობარი ვარ. მომავალზე მომავალში ვილაპარაკოთ“,- განაცხადა საბანაძემ.























