
„მზად ვარ დავალებები შევასრულო ბატონო გახარია თქვენი, მეტი რა გითხრათ. ეს სხვა პერიოდია, ეს სხვა დროა“, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა, ნიკა გვარამიამ „მთავარ აქცენტებში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას საგანგებო ბრიფინგს გამოეხმაურა.
ამასთან გვარამია ამბობს, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს კრიზისების მართვის დიდი გამოცილება აქვს.
„მე ჩემი დამოკიდებულება მაქვს, შემიძლია დასკვნების გაკეთება, როცა ადმიანებს ვუყურებ. ვეთანხმები ყველაფერში და მზად ვარ დავეხმარო. უბრალოდ ეს მზმაობა არავის არ აინტერესებს, ნიკა მელიამაც თქვა და გიორგი ვაშაძემაც. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთპარტიული ბრძოლა გვაქვს კორონავირუსთან, ჩვენ ყვალანი, პარტიები და არამხოლოდ, მზად ვართ დაგეხმაროთ. მე ჩემი გამოცდილებით და არ მაქვს პატარა გამოცდილება კირიზისების მართვის, მზად ვარ დავალებები შევასრულო ბატონო გახარია თქვენი, მეტი რა გითხრათ. ეს სხვა პერიოდია, ეს სხვა დროა“, – თქვა ნიკა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა და მუნიციპალიტეტები ჩაიკეტა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გხარიამ გუშინ ღამით საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
კორონავირუსისდასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში ამ კვირაში იქნება
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















