17:28 | 2020-07-20 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ბატონო ტრამპ, ჩვენ ეს შევძელით“ ,- რატიანის გზავნილი ტრამპს და დიაგნოზი, რომელიც საქართველოს დაუსვა

„ბატონო ტრამპ, ჩვენ ეს შევძელით“ ,- რატიანის გზავნილი ტრამპს და დიაგნოზი, რომელიც საქართველოს დაუსვა

საქართველო ავადმყოფი რომ იყოს, რა დიაგნოზს დაუსვამდით? – ამ კითხვით მიმართა ლევან რატიანს „იმედის“ ჟურნალისტმა რუბრიკაში „პირადი ნივთები“.

 

როგორც ექიმმა უპასუხა, საქართველოს დიაგნოზს ორი სიმპტომი აქვს – სიზარმაცე და ბოროტება.

 

პანდემიის წინააღმდეგ წარმატებული მებრძოლი ექიმი ამბობს, რომ ის ამ დაავადებებს წარმატებით განკურნავდა და ახალ მკურნალობის კურსს დანერგავდა…

 

„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ - ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე
2020-06-19„მეუფემ მითხრა, ამ ჯორს არასდროს დაემსგავსო, იცოდე, ყველაფერი უფლისგან არისო!“ - ლაშა ღლონტი ქართულ კულტურაზე

 

„საქართველოს სიმპტომთა კომპლექსი აქვს, რომელიც დაავადებას აყალიბებს. საქართველოს აქვს  სიზარმაცე, არ გვიყვარს შრომა, თუ მიზანს ვერ აღწევენ, სხვებს აბრალებენ.

 

ამიტომ, აღმოვფხვრიდი სიზარმაცეს და ბოროტებას, დავნერგავდი სიყვარულს. საქართველოს დაავადებები განკურნებადია“,- ამბობს ლევან რატიანი.

 

რაც შეეხება მსოფლიოში გავრცელებულ ვირუსს, ის პანდემიასთან ბრძოლის შედეგებით აშშ-ს პრეზიდენტთან იტრაბახებდა.

 

„ბატონო ტრამპ, ჩვენ ეს შევძელით“ – აცხადებს ლევან რატიანი.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X