16:29 | 2021-12-04 ავტორი: Prime Time

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ შშმ პირებს მადლობის სიგელები გადასცა

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ შშმ პირებს მადლობის სიგელები გადასცა

ბათუმის ბულვარის ორგანიზებით, შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში „ბათუმის ბულვარი“-ს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა სოფიო ლაზიშვილმა, მადლობის სიგელები გადასცა იმ პირებს, რომლებმაც ბოლო წლებში ქმედითი წვლილი შეიტანეს ზღვისპირა ბაღისა და სანაპირო ზოლის ადაპტირების პროცესში. დაჯილდოებულთა შორის იყვნენ ინკლუზიური პროგრამის ფარგლებში, განხორციელებული პროექტ „ადაპტირებული პლაჟი“-ს ინსტრუქტორ-თანამშრომლები და მხარდამჭერი პირები.

No description available.

აგრეთვე, ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და ა(ა)იპ „ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“ შორის, რომელიც გულისხმობს შშმ პირთათვის ბულვარის ტერიტორიაზე ფიზიკური მისაწვდომობის ეტაპობრივ გაზრდას და მათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობას. მსგავსი ჩართულობა და თანამშრომლობა, გარდა სოციალური პასუხისმგებლობისა, ხელს შეუწყობს რეგიონში ინკლუზიური ტურიზმის განვითარებას.

No description available.

No description available.

ავტორი: Prime Time

X