17:53 | 2020-10-09 ავტორი: Prime Time

ბათუმის დელფინარიუმში პატარა დელფინი დაიბადა (ვიდეო)

ბათუმის დელფინარიუმში პატარა დელფინი დაიბადა (ვიდეო)

ბათუმის დელფინარიუმში კვლავ მატებაა. დელფინი ცუცა უკვე ორი შვილის დედაა. დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მეთერთმეტე ახალშობილია.

 

„დედა-შვილი თავს შესანიშნავად გრძნობენ. ახალშობილი აქტიურად დაცურავს აუზში დედასთან ახლოს. ცნობისთვის, უფროსი ვაჟი გურუ, ცუცამ 3 წლის წინ იმშობიარა. „პატარას სულმოუთმენლად ველოდით. იგი 5 ოქტომბერს დაიბადა, მანამდე დედა 24 საათიანი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა“ – აცხადებენ დელფინარიუმის მწვრთნელები.

 

 

 

ავტორი: Prime Time

X