20:02 | 2021-05-31 ავტორი: Prime Time

ბათუმის ერთ-ერთ საწარმოში ერთდროულად 45 ადამიანი მოიწამლა – რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი

ბათუმის ერთ-ერთ საწარმოში ერთდროულად 45 ადამიანი მოიწამლა – რა გახდა ინტოქსიკაციის მიზეზი

„სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ სამმართველოში ჯანდაცვის ცენტრიდან შევიდა შეტყობინება დაახლოებით 45 ადამიანის ინტოქსიკაციის შესახებ. სააგენტო ინსპექტორები მოკვლევის მიზნით დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე“, – ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სხვა გამოსავალი არ არის!.. -  რის გამკაცრებას ითხოვს ამირან გამყრელიძე
2021-05-31სხვა გამოსავალი არ არის!.. - რის გამკაცრებას ითხოვს ამირან გამყრელიძე

 

„შემთხვევა აღინიშნა ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N 342- ში მდებარე სამკერვალო ფაბრიკაში შპს ” ფასტთრექტექსტილე” , სადაც 400 ადამიანია დასაქმებული და არის ორგანიზებული კვება. მზა საკვების მიწოდებას ახორციელებს ” ანკარა ქეითერინგი“.

 

სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ატარებენ შემოწმებას ორივე ობიექტზე და ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები“.

 

ავტორი: Prime Time

X