
ბათუმის ჰილტონში მყოფ უცხოელ პირს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. თუმცა, ჯერჯერობით სამთავრობო საიტზე -Stopcov.ge მონაცემები არ განახლებულა.
როგორც აჭარის ტელევიზია იტყობინება, ბათუმში სასტუმრო ჰილტონი დაკეტილია. ადგილზე მხოლოდ დაცვის თანამშრომლები იმყოფებიან.
ბოლო ინფორმაციით საქართველოში ახალი კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტრუებული. კარანტინში ამჟამად 3320 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში 235 პაციენტს აკვირდებიან.
23 მარტის მდგომარეობით, საქართველოში ინფიცირებულია 54 ადამიანი.
ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული ანალიზების პასუხით, განკურნებულია 8 პაციენტი.
21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.






















