08:50 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში ჭერი ჩამოინგრა – პალატაში რამდენიმე ბავშვი იმყოფებოდა

ბათუმის იაშვილის სახელობის კლინიკაში ჭერი ჩამოინგრა – პალატაში რამდენიმე ბავშვი იმყოფებოდა

იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა კლინიკაში გვიან ღამით ჭერი ჩამოინგრა.

 

არსებული ინფორმაციით, ჭერზე მიმაგრებული თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციის ჩამონგრევისას პალატაში რამდენიმე მცირეწლოვანი დედებთან ერთად იმყოფებოდა.

 

რა სახის დაავადებაა თალასემია, რომელიც ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს
2021-10-11რა სახის დაავადებაა თალასემია, რომელიც ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს

 

„შეკიდული ჭერი ჩამოვარდა. პალატაში ოთხი პაციენტი იმყოფებოდა, მაგრამ არცერთ მათგანს არანაირი ზიანი არ მიყენებია. რა თქმა უნდა, ემოციური იყო მშობლების მხრიდან რეაქცია, მაგრამ, საბედნიეროდ, არანაირი დაზიანება არ მოჰყოლია ამ ინციდენტს. ბავშვები უსაფრთხოდ არიან.

 

ნაწილი ბინაზე წავიდა და ნაწილის გადანაწილება მოხდა კლინიკის ტერიტორიაზე. მერიის სამსახურიდან იყვნენ მოსული, სამაშველო სამსახურიდან, შეაფასეს მდგომარეობა. ჯერ მოკვლევა მიმდინარეობს და მოგვიანებით გვეცოდინება“, – ამბობს კლინიკის დირექტორი, თამარ ბახტაძე.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X