
ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ციური აბულაძე თვითიზოლაციაში იმყოფება. მისი განმარტებით, ის გერმანიაში იმყოფებოდა. ციური აბულაძე პარლამენტის ვიცესპიკერ ილია ნაკაშიძის მეუღლეა.
ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე 4 პირს იკვლევენ. ისინი საეჭვო სიმპტომებით საკარანტინო ზონიდან შეიყვანეს, ყველას მოგზაურობის ისტორია აქვს. მათი ანალიზის პასუხი დღის ბოლოს იქნება ცნობილი.
რა ხდება ქვეყანაში – ძალიან მოკლედ
- 26 მარტის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 77-მდე გაიზარდა.
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს
!! ყველა განახლებადი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ ნახეთ აქ:






















