
8 სექტემბერიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, დაგეგმილია ბათუმის იუსტიციის სახლის შენობის სრული დეზინფექცია. მოხდება როგორც მომსახურების სივრცეების, „ჯასთ კაფესა“ და შეხვედრების ოთახების დეზინფექცია, ისე შენობის 17-ვე სართულზე განთავსებული სხვადასხვა უწყების სამუშაო ფართების დამუშავება.
შენობის სრული დეზინფექციის მიზანი „COVID-19“-ის გავრცელების პრევენცია და მოქალაქეებისათვის სერვისების უსაფრთხო მიწოდებაა.
R






















