
დღეს, ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა. აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9 – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
„დღეს, ვნახე 141 პაციენტი, რომელთა 80%-ზე მეტის მდგომარეობა ნამდვილად მძიმეა, აქედან კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 9. საწოლფონდი არსებობს, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება დინამიკა და უნდა ვიყოთ მზად, რომ პაციენტების მატების შემთხვევაში, საწოლფონდი იყოს საკმარისი.
რისკების დათვლით, ხარისხის დათვლით დროულად უნდა მოხდეს პაციენტების დიფერენცირება სასტუმრო – ჰოსპიტლებში გადაყვანაზე და კლინიკაში გადაყვანაზე, იქაც ისეთი მართვა უნდა განვახორციელოთ, რომ რისკები გავითვალისწინოთ, ხარისხი არ დავაგდოთ და პაციენტების დაყოვნება შევამციროთ.“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, სამომავლოდ განიხილება, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო გახდეს Covid 19-ის ძირითადი მიმღები.
⭕LIVE: მარინა ეზუგბაია ბათუმში განცხადებას აკეთებს
⭕LIVE: მარინა ეზუგბაია ბათუმში განცხადებას აკეთებს
Posted by Prime Time on ოთხშაბათი, 23 სექტემბერი, 2020























