12:57 | 2021-10-01 ავტორი: Prime Time

ბათუმის რომელ ქუჩებში იმყოფებოდა მიშა სააკაშვილი ვიდეოების მიხედვით – ექსპრეზიდენტის მარშრუტი

ბათუმის რომელ ქუჩებში იმყოფებოდა მიშა სააკაშვილი ვიდეოების მიხედვით – ექსპრეზიდენტის მარშრუტი

საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლა არაერთხელ დაუანონსებია. მის ჩამოსვლასთან დაკავშირებით მმართველ პარტიასა თუ ოპოზიციაში კომენტარებიც ბევრჯერ გაკეთდა.

 

დღეს დილით მიხეილ სააკაშვილმა ვიდეოები გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილი ამტკიცებს, იგი ახლა ბატუმში იმყოფება.

 

ბათუმის რომელი ქუჩები ჩანს სააკაშვილის ვიდეოში? 

 

პირველ ვიდეოში, სააკაშვილის უკან ბათუმის შემოსასვლელი ჩანს, გოგებაშვილის ქუჩაზე. კადრში საკმაოდ ახლოს ჩანს ბათუმის საბაგირო, თუმცა ამ ვიდეოს შემოვლებული აქვს თეთრი ჩარჩო, სავარაუდოდ ეს არის, ე.წ. აიპადი. იქმნება შთაბეჭდილება, რომ უკვე გადაღებული კადრები ტელეფონით გადაიღეს და ისე გაავრცელეს.

 

საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩანს სასტუმრო სასტუმრო „ველმონდი“ და მისი მიმდებარე ტერიტორია სანაპიროს მხრიდან. ასევე სხვა ინფრასტრუქტურა.

 

„ის აქ არის“ - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში, როცა მიშა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოშია
2021-10-01„ის აქ არის“ - რა ხდებოდა სოციალურ ქსელში, როცა მიშა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოშია

 

პირველი ვიდეო ნახეთ აქ: სააკაშვილი ვიდეოს ავრცელებს და ამბობს რომ ბათუმშია

 

მეორე ვიდეოს მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი იმყოფებოდა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე, არდაგანის ტბასთან. კადრში ჩანს იუსტიციის სახლი, რომელიც დგას ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ასევე კომპანია „ორბის“ და „ალიანსის“ მშენებარე თაუერები, რუსთაველის და ფიროსმანის ქუჩებზე.

 

კადრში ჩანს ასევე რომ მიხეილ სააკაშვილი ბათუმის ახალი ბულვარის ერთ-ერთ ალიაში მოძრაობს, ის გადაღებულია ასევე რუსთაველის ქუჩის ბოლოს გამწვანებულ წრიულთან, ასევე ახალი ბულვარის ტერიტორიაზე.

 

სააკაშვილის მეორე ვიდეო ნახეთ აქ: VIDEO: სააკაშვილი მორიგ ვიდეოს აქვეყნებს – რას ამბობს ამჟამად

 

ამასთან, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გავრცელებული ვიდეოები ყალბია და ამ წუთებში მათი შესწავლა მიმდინარეობს.

 

წყარო: ბათუმელები

 

აქვე იხილეთ: მიხეილ სააკაშვილმა მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა

 

 

ასევე ნახეთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X