15:37 | 2020-08-23 ავტორი: Prime Time

ბათუმის შესასვლელ-გასასვლელი პარალიზებულია

ბათუმის შესასვლელ-გასასვლელი პარალიზებულია

აჭარაში უამინდობამ პრობლემები შქმნა. დატბორილია ბათუმის ქუჩები, წყალმა საცხოვრებელ სახლებსა და მაღაზიებში შეაღწია.

 

შეფერხებულია მოძრაობა ქალაქის შესასვლელ/გასასვლელთან, სადაც ავტომობილების კოლონა უძრავად დგას.

 

სოციალურ ქსელში მომხმარებლები წერენ, რომ რამდენიმე საათია საცობში დგანან.

„3 საათია უშედეგოდ ვცდილობ ბათუმიდან გასვლას. ჯერჯერობით ისევ ჩაკეტილია გზა და ვერაფერს ამბობენ როდის გაიხსნება“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

„დროებით არის გზა ჩაკეტილი, რადგან ძალიან წვიმს და მოძრაობა შეუძლებელია, როგორც კი გადაიღებს ნელნელა აღდგება მოძრაობა“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

„დღეს უამიდომის გამო მახინჯაური არის დატბორილი. სავარაუდოდ ხვალისთვის ყველაფერი კარაგად იქნება“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი. 

„ადიდებულია ქუჩებში წყლები და ბევრგან სახლებში შევიდა. სამაშველოებია მობილიზებული“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

„მახინჯაური დაიტბორა და მაგიტომ.  ჩვენ გვირაბტთან ვიყავით და მოგვაბრუნეს. ქობულეთში ვართ ახლა, ველოდებით“, – წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი.

 

ბოლო დღეების განმავლობაში, უამინდობამ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი დააზარალა.

ავტორი: Prime Time

X