23:49 | 2020-09-07 ავტორი: Prime Time

ბათუმის სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმის სტადიონის გახსნა გადაიდო

ბათუმის სტადიონის გახსნა, რომელიც 12 სექტემბერს უნდა გამართულიყო გადაიდო. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, სტადიონი სავარაუდოდ ოქტომბერში გაიხსნება და გახსნის ცერემონია საზეიმო ვითარებაში ჩატარდება.

 

„ყველას გვესმის, რომ ბათუმის სტადიონის გახსნას ელის ყველა ბათუმელი და არა მარტო ბათუმელი, ფეხბურთის გულშემატკივრები. სამწუხაროა, რომ დღეს არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გადავდოთ სტადიონის საზეიმო გახსნა. შესაბამისად, 12 სექტემბრისთვის ჩვენ ვერ შევძლებთ სტადიონის გახსნას. თუმცა, ყველას ვპირდები, რომ ოქტომბერში, ჩვენ ყველანი ერთად, საზეიმო ვითარებაში შევძლებთ ამ მართლაც ძალიან მაგარი სტადიონის გახსნას. უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გადაწყვეტილებაც მიღებულია იმ რისკების გათვალისწინებით, რაც გვაქვს ბათუმში, ქობულეთში.

 

შესაბამისად, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვთხოვ, რომ იგივე პასუხისმგებლობით, იგივე მოთმინებით გავაგრძელოთ თანამშრომლობა, დავიცვათ წესები, რომ ოქტომბერში სტადიონის გახსნა, ასევე სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ღონისძიება ჩავატაროთ ღირსეულად, ისევე როგორც ეკადრება ამ ქალაქს“, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

 

შეგახსენებთ, რომ ბათუმის ახალი სტადიონი 12 სექტემბერს, ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩით უნდა გახსნილიყო.

 

ბათუმში სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
2020-09-07ბათუმში სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ავტორი: Prime Time

X