09:56 | 2021-10-09 ავტორი: Prime Time

ბათუმის ტრაგედიამ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

ბათუმის ტრაგედიამ კიდევ ერთი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა

მაშველებმა ბათუმში, ნანგრევებიდან კიდევ ერთი გარდაცვლილი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს.

 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 300-მდე მაშველი მუშაობს და მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

 

შეგახსენებთ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 7 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.

 

ღამით მაშველებმა ნანგრევებიდან ხუთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

 

რამდენიმე საათიანი ინტენსიური საძიებო-სამაშველო ოპერაციის შედეგად, მეხანძრე – მაშველებმა ნანგრევებიდან ასევე ორი დაშავებული ამოიყვანეს, რომლებიც საავადმყოფოში იმყოფებიან.

 

შსს-მ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე 3 ადამიანი დააკავა.

ავტორი: Prime Time

X