13:33 | 2021-10-11 ავტორი: Prime Time

ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი პატარას დედის პირველი კომენტარი მომხდარზე

ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი პატარას დედის პირველი კომენტარი მომხდარზე

ბათუმში მომხდარი ტრაგედიას გადარჩენილი ერთ-ერთი პირველი პატარა ბავშვია, რომელიც მამასთან ერთად კორპუსის ნგრევის დროს, შემთხვევის ადგილთან ახლოს, ავტომობილში იმყოფებოდა. პატარამ კიდურის ტრავმა მიიღო.

 

ბავშვის მშობლებმა მომხდარზე ისაუბრეს.

 

“ორივე ვიყავით მანქანაში. ბავშვს ეძინა. დიდი ხმაური არ ყოფილა, მეგონა ოთახი ჩამოინგრა… გადმოსვლა ვერ მოვასწარით, ე.წ. სინკარი დაგვეცა.” – ამბობს ბავშვის მამა.

 

დაშავებული პატარა კლინიკაში დედასთან ერთად

 

დედის თქმით, მომხდარი მთელი საქართველოსთვის დიდი ტრაგედიაა.

 

“ბავშვს ფეხი აქვს გაბზარული. სასწაულებრივად ვართ გადარჩენილები. ის მცირეწლოვანები და ის ადამიანები, რომლებიც დაიღუპნენ, მართლა საქართველოს ტკივილია. არავის ვუსურვებ გამოსცადოს ეს ყველაფერი” – ამბობს ბავშვის დედა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

ავტორი: Prime Time

X